ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიების პირველ ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს
ვიეტნამის ქალაქ და-ნანგში ქვიშის ჭიდაობის მსოფლიოს სერიების I ეტაპი ჩატარდა.
ქართველმა მოჭიდავეებმა სამი – ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის – მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ლუკა ჩხიტუნიძემ (80 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, მან ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი საჰიბ დადაშოვი დაამარცხა.
იუზა ცერცვაძემ (90 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, მან ფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ აშრაფ აშიროვთან დათმო.
ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა მამუკა კორძაია (+90 კგ), მან ფინალი უკრაინის სახელით მოასპარეზე ვაჟა დაიაურთან დათმო.