ელენე ნავერიანის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება
ელენე ნავერიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 2008-2011 სწავლობდა ჟენევაში სამაგისტრო პროგრამაზე კრიტიკული კურატორული კიბერმედია (CCC) , რომლის დასრულების შემდეგაც გააგრძელა სწავლა ჟენევის კინოსკოლაში. დააარსა კოლექტივი mishkin, რომელიც ასევე მისი ფილმების თანამწარმოებელია. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ჟენევაში.