მოჭიდავეთა ნაკრებმა ალბანეთის სარეიტინგო ტურნირზე ოთხი მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი ჩატარდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა.

დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა.

მირიან მაისურაძემ (92 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ლუკა ჩხიტუნიძე (79 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები