ნიკოლოზ ცანავა იტალიაში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის – ,,Opera Mundus – Vox Futuri” პირველი პრემიის ლაურეატი გახდა

კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მესამე კურსის სტუდენტი ნიკოლოზ ცანავა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის “Opera Mundus – Vox Futuri” (იტალია, პადუა) პირველი პრემიის ლაურეატი გახდა.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, ნიკოლოზი კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის ქეთევან ელიავას კლასში სწავლობს.

მან ასევე დაიმსახურა კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის პრემია და გამომცემლობა “Bärenreiter” – ის პრიზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები