საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამორინის კადეტთა ევროპის თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა
სლოვაკეთის ქალაქ სამორინში ძიუდოში კადეტთა ევროპის თასი გაიმართა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა. ძიუდოისტებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა გიორგი ავალიანმა (-60 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი საბა ნოზაძე (-50 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი მუსლიმ ტოხოსაშვილმა (-50 კგ) და ნიკოლოზ მუშტარაულმა (-55 კგ) ხვდა წლად.