პარიზში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივას წარადგენენ

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი პარიზში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივას წარადგენენ. რეტროსპექტივას, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 4 თებერვლიდან 3 მარტამდე იმართება, ჟერომ სეიდუ–პათეს ფონდი (Pathé) მასპინძლობს.

“პროგრამა ოცამდე ქართულ ფილმს აერთიანებს, რომელიც მაყურებელს ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ინოვაციურ პერიოდს – მე-20 საუკუნის დასაწყისიდან პირველ ქართულ ხმოვან ფილმამდე – გააცნობს.

რეტროსპექტივაზე წარდგენილი პროგრამის მეშვეობით ჟერომ სეიდუ–პათეს ფონდი საერთაშორისო აუდიტორიას სთავაზობს ქართული უხმო კინოს მრავალფეროვან და ძლიერ ხედვას, სადაც ახალი ფორმები, თანამედროვე იდეები და ტრადიციული კულტურა ერთიან იდენტობად ყალიბდება”, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები