ხელოვნების სასახლემ ორგანიზაცია “ლევილი 1918″ -ის დამფუძნებლებისგან შემოწირულება მიიღო

ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმმა ორგანიზაცია “ლევილი 1918” -ის დამფუძნებლების ლადო ბებიასა და თამაზ გუჯეჯიანისაგან ძვირფასი შემოწირულება მიიღო. – ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.

“საჩუქრებს შორისაა:- საფრანგეთის უკანასკნელი მეფის ლუი ფილიპ ორლეანელის სერვისი ვერსალის სასახლიდან, I-III საუკუნეების რომაული მხედრის თიხის ქანდაკება, IV-VIII საუკუნეების კოპტური ქსოვილის ნიმუშები, ევროპელ წარჩინებულთა ინიციალების უნიკალური ალბომი. ნივთები შეძენილია ევროპის სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე და თან ახლავს ავთენტიკურობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხელოვნების სასახლე მადლობას მოახსენებს ორგანიზაცია “ლევილი 1918″ -ს ასეთი მნიშვნელოვანი შემოწირულებისათვის”,  – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები