მთაწმინდის პარკში 27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

ტრადიცია გრძელდება – მთაწმინდის პარკში 27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე 12:00-დან 18:00 საათამდე, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

„ამჯერად ორ ლოკაციაზე – პარკის ცენტრალურ მოედანზე და საბაგიროს ზედა სადგურთან თქვენ დაგხვდებათ საახალწლოდ მორთული პარკი, ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამები, დრამერების მუსიკალური წარმოდგენები, სანტა კლაუსები და ელფები.

მოეწყობა უამრავი აქტივობა როგორც პატარებისთვის ისე მშობლებისთვის.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ჩვენთან მოსვლა კიდევ უფრო მარტივი და სასიამოვნოა საბაგიროთი და ფუნიკულიორით“, – ნათქვამია მთაწმინდის პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები