თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობდა

2025 წლის 7 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო „The Ministry of Foreign Affairs Spouses’ Solidarity Association“ -ის მხარდაჭერით გამართულ საქველმოქმედო ბაზრობაში, რომელიც სასტუმრო “Sheraton Ankara”-ში გაიმართა.

საქართველოს საელჩოს ორ სტენდზე  წარმოდგენილი იყო ქართული სამოსი, სუვენირები,  ღვინო და ტრადიციული კერძები, რამაც დამსწრე სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების დროს მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები