მათე თოდაშვილი ევროპის ‘მოყვარულ’  მოჭადრაკეთა U2000 კატეგორიის ვიცე-ჩემპიონია

მალტაში დასრულდა ევროპის ‘მოყვარულ’  მოჭადრაკეთა ჩემპიონატი, რომელიც სამ რეიტინგულ კატეგორიაში – U1700, U2000 და U2300 ჩატარდა.

ტურნირი 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით გაიმართა, დროის კონტროლით: 90 წთ. + 30 წთ, დამატებით 30 წმ. ყოველ სვლაზე.

U2000 კატეგორიაში დიდი წარმატებით  იასპარეზა მათე თოდაშვილმა. მან 9 -იდან 6.5 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პირველი სამეული – U2000:

🥇 მერ სარგისიანი – სომხეთი

🥈 მათე თოდაშვილი – საქართველო

🥉 ანასტასია ოსადჩუკი – უკრაინა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები