ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა Vl კონკურსი დასრულდა

სახელოვანი ქართველი ბარიტონის – ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა Vl კონკურსზე კონსერვატორიელმა ნათია ბეჟაშვილმა ჟიურის მიერ გაცემული უმაღლესი II პრემია მიიღო, მესამე პრემია ორმა მონაწილემ – ერეკლე გურგენიძემ და ქეთევან გორგოძემ გაიყვეს. მათი კონცერტმაისტერი გახლდათ ხათუნა ლოლაძე.

სხვა კონკურსანტებთან ასევე უკრავდნენ ლელა უსეინაშვილი, მარინა ადამიშვილი.

საუკეთესო კონცერტმაისტერის პრიზი გადაეცა თამარ ხმიადაშვილს.

კონკურსის ორგანიზატორია – ლადო ათანელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა”.

„ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებას““, – წერია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები