გიორგი სარდალაშვილი აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედლის მფლობელია
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. შეჯიბრების პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა – გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) მოიპოვა. მან ბელგიელი იორე ვერსტრაეტენი დაამარცხა.
მერვედფინალში გიორგი სარდალაშვილმა ისრაელის წარმომადგენელს, იცხაკ აშპისს, სძლია, მეოთხედფინალურ შეხვედრაში ყაზახი ამან ბაკიტჟანი დაამარცხა; ნახევარფინალური ორთაბრძოლა კი მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანთან დათმო.