მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაფარიკაობაში ქართველმა სპორტსმენებმა ხმლით ფარიკაობაში 3 მედალი მოიპოვეს
ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაფარიკაობაში ქართული ფინალი გაიმართა.
მიმდინარე ტურნირზე ხმლით ასპარეზობაში, ჩვენმა პარამოფარიკავეებმა ოქროს და ვერცხლის მედლები გაინაწილეს.
საფინალო შეხვედრა გვანცა ზადიშვილმა ნინა თიბილაშვილს ანგარიშით 15:13 მოუგო და ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნინა თიბილაშვილი კი ვიცე-ჩემპიონია.
ხმლით ასპარეზობაში ირმა ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრა გერმანელ ჰატერს ანგარიშით 15:7 მოუგო და ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.


