ბერლინის ზღაპრების ფესტივალში საქართველოც მონაწილეობდა
ნოემბრის თვეში ბერლინში ზღაპრების ფესტივალის 30 წლის საიუბილეო წლის ფარგლებში, საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უმასპინძლა ბერლინის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს.
ღონისძიებაზე ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ გერმანულად ნათარგმნი ქართული ზღაპრები, ასევე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ქართული ხალხური ზღაპარი ” სიზმარა”.