გოჩა კირკიტაძე ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონია

უნგრეთის ქალაქ ტატაბანიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის ქართველმა  თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოჩა კირკიტაძემ (62კგ) ფინალში  ყაზახი სამათ აიტკულოვი 3-1 დაამარცხა (D ასაკობრივ კატეგორიაში) და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გოჩა კირკიტაძემ ფინალამდე თურქი ფეიზულარ ზენგინი 7:0 დაამარცხა, მონღოლ პურევ ოჩირ-დარის ანგარიშით 10:0 მოუგო.

მეოთხედფინალურ შეხვედრაში ასევე მონღოლი ბატნასან ტურუმბატი 11:0 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ამერიკელ მეტოქეს რობინსონ პრებიშს ანგარიშით 11:0 სძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები