ანა კალანდაძე მონტენეგროში გამართული ღია წყალზე ცურვის ტურნირის “Ultraswim 33.3” გამარჯვებული გახდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი, კლუბ “აქუა იუნიონის” წევრი, ანა კალანდაძე მონტენეგროში გამართული ღია წყალზე ცურვის ტურნირის “Ultraswim 33.3” გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.
ტურნირში, რომელიც 2022 წლიდან ტარდება, 2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 114-მა პროფესიონალმა მოცურავემ მიიღო მონაწილეობა.
„ანამ 4-დღიანი ტურნირის ყველა ეტაპი მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.
ანა კალანდაძე არის საქართველოს რეკორდსმენი 400-800-1500 მ. თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში, ასევე 2 გუნდურ ესტაფეტაში.
ანა აქტიურად ემზადება 2-7 დეკემბერს პოლონეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის, ეს საშეჯიბრებო ეტაპი მას დიდ გამოცდილებას და გამძლეობას მისცემს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.