„სთრონგმენების“ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ ხუთი მედალი მოიპოვა

გერმანიის ქალაქ ფულდაში ძველი წესებით „სთრონგმენის“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ხუთი მედალი – ოთხი ოქროსა და ერთი ვერცხლის – მოიპოვეს.

ჩემპიონობა ნიკა სამხარაძემ (80 კგ), თორნიკე ხუციშვილმა (90 კგ), ვალიკო ფიფიამ (120 კგ) და ნიკა ლეკაიძემ (120+ კგ) მოიპოვეს, ვიცე-ჩემპიონი კი ლაშა ჯოხაძე (105 კგ) გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები