მწერალთა სახლი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის კონკურსს აცხადებს
მწერალთა სახლი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, აცხადებს პლაკატების კონკურსს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-28 წლის ახალგაზრდებს, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ხელოვანებს. პლაკატების კონკურსის თემა ადამიანის უფლებებია. მონაწილეებს აქვთ თავისუფალი არჩევანი – შეუძლიათ აიღონ რომელიმე უფლება ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაციიდან და შექმნან პლაკატი. თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ერთი ნამუშევარი. პლაკატის ენა (წარწერები) უნდა იყოს ქართული.
საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადა 1 დეკემბერია.
დაჯილდოება და 10 საუკეთესო პლაკატის გამოფენა გაიმართება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, მწერალთა სახლში.