2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე (15-18 წლამდე) სუმოში საქართველოს ჭაბუკთა ასაკობრივმა ნაკრებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ესტონეთის ქალაქ ტალინში გამართულ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე (15-18 წლამდე) სუმოში საქართველოს ჭაბუკთა ასაკობრივმა ნაკრებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ:
🏆 18 წლამდე / U18 🏆
დავით აბალაკი +100 კგ – ბრინჯაო🥉
დავით აბალაკი აბს. წონა – ბრინჯაო🥉
გიორგი ჭელიძე – 100 კგ – ბრინჯაო 🥉
პირად გუნდური 18 წლამდე – ბრინჯაო 🥉 (გუნდის წევრები: დავით აბალაკი, გიორგი ჭელიძე, ავთო ლიკლიკაძე და საბა შენგელია).
ევროპის ჩემპიონატზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა მონღოლი ლეგენდარული იოკუძუნა ჰაკუჰო შო.
ჩემპიონები და პრიზიორები დააჯილდოვეს პროფესიონალმა სუმოისტებმა – კოკკაიმ, ჰაკუჰო შომ და ჩენპიონატის მასპინძელმა ბარუტომ.