საქართველოს ნაკრებმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების IV ეტაპზე გუნდური მეორე ადგილი და ორი მედალი მოიპოვა
საქართველოს ნაკრებმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების IV ეტაპზე გუნდური მეორე ადგილი და ორი მედალი მოიპოვა.
მთავარი მწვრთნელის, ჯემალ კილაძის შეგირდებიდან კატერინში გამართულ მსოფლიო სერიების მეოთხე ეტაპზე საუკეთესო შედეგი მამუკა კორძაიამ (90+კგ) აჩვენა, რომელმაც ვერცხლი მოიპოვა. ბრინჯაოს დაეუფლა 70კგ წონით კატეგორიაში ლევან ქელეხსაშვილი. ნიკა კენჭაძემ მეხუთე, დაჩი ფირუზაშვილმა კი მეოთხე ადგილებზე დაასრულეს ასპარეზობა და რეიტინგში ადგილის შესანარჩუნებელად მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.