ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

მალტამ კლასიკურ წოლჭიმში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი გახდა, 18 წლამდე  ჭაბუკებმა გუნდურ ასპარეზობაში პირველი ადგილი, ხოლო 23-წლამდელებმა  მეორე ადგილი დაიკავეს.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი სოფო კვანჭიანმა მოიპოვა, ის პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი ქალია კლასიკურ წოლჭიმში.

მამაკაცებში სენიორებს შორის პირველი ადგილი ჯაბა სეფიაშვილმა (59 კგ)  დაიკავა და ევროპისა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქრო ცოტნე ბეჟაშვილმა, ვერცხლი კი ალეკო სიდანოვმა მოიპოვეს.  გენადი ოტიაშვილს (74 კგ)  მეორე ადგილი, ლევან მთიულიშვილსა (105 კგ) და თორნიკე პაატაშვილს (120 კგ ) კი ვერცხლის მედლები ერგოთ.

18 წლამდე ჭაბუკებში ჩემპიონები გიორგი წიკლაური (53 კგ), საბა გოგიჩაიშვილი (59 კგ) და გოდერძი ქარცივაძე (74 კგ)  გახდნენ; საბამ დაამყარა ევროპის რეკორდიც. ზემძიმე წონაში  ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ხვისტანმა,  ნიკა დარჩაშვილი მესამე ადგილს დასჯერდა, თორნიკე მარტაშვილი (120 კგ) კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

23 წლამდე ახალგაზრდებში ოქრო გიორგი გელაშვილმა (53 კგ) მოიპოვა, გიორგი მაისურაძე (59 კგ)  და ზურა ღვინიანიძე (66 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები