ამერიკელი მოსწავლეები ერთი წლის განმავლობაში საქართველოში იცხოვრებენ და ქართულ სკოლებში ისწავლიან
ამერიკელი მოსწავლეები ერთი წლის განმავლობაში საქართველოში იცხოვრებენ და ქართულ სკოლებში ისწავლიან. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“გაიცანით ამერიკელი მოსწავლეები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში საქართველოში იცხოვრებენ და ქართულ სკოლებში ისწავლიან.
FLEX საქართველოში ყველასათვის ნაცნობი პროგრამაა, რომელმაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, 2000-ზე მეტ ქართველ მოსწავლეს მისცა ამერიკაში ცხოვრებისა და სწავლის შესაძლებლობა. ძალიან გვიხარია, რომ უკვე მეოთხე წელია, FLEX Abroad პროგრამის მეშვეობით, ამერიკელ მოსწავლეებსაც შეუძლიათ ანალოგიური გამოცდილების მიღება საქართველოში.
ახლახან მოსწავლეებსა და მათ მასპინძელ ოჯახებს საელჩოში ვუმასპინძლეთ საორიენტაციო შეხვედრაზე. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში გატარებული ერთი წელი მათთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.