საქართველოს მკლავჭიდის ახალგაზრდულმა და პარამკლავჭიდის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 132 მედლით დაასრულა
ბულგარეთში მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს ახალგაზრდული მკლავჭიდის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მკლავჭიდელებმა 32 მედალი მოიპოვეს, აქედან – 19 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.
პარამკლავჭიდის ნაკრებმა კი ასპარეზობა მამაკაცებში პირველი, ხოლო ქალებში გუნდური მესამე ადგილით დაასრულა, სულ კი 100 მედალი მოიპოვა; აქედან 42 ოქროს, 35 ვერცხლისა და 23 ბრინჯაოს მედალია.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.