რაულ ცირეკიძე ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია

ლას-ვეგასში  ვეტერან ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოდან  რაულ ცირეკიძემ იასპარეზა.

ვეტერანმა ძალოსანმა მწვრთნელის, დავით ხარატაშვილის ხელმძღვანელობით  110 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში 130 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა.

ცირეკიძემ აკვრაში თავი 157 კილოგრამს გაართვა და მესამე საფეხურზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 287 კილოგრამით  ცირეკიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები