ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ნიუ-იორკში სოლო კონცერტი გამართა

გიორგი გიგაშვილის ამერიკულ დებიუტს ნიუ-იორკის საკონცერტო სივრცემ 12 ნოემბერს უმასპინძლა. საღამოზე ქართველმა მუსიკოსმა შოპენის, ლისტისა და ბეთჰოვენის საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულა.  

გიორგი ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულია.  2019 წლის მაისში ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (INTERNATIONAL PIANO COMPETITION „CITY OF VIGO“) პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მიენიჭა, რის შემდეგაც დაიგეგმა მისი ტურნე მსოფლიო მასშტაბით.

მუსიკოსი კონცერტებს ნიუ-იორკში, სან-პაულოსა და ესპანეთის ათამდე ქალაქში გამართავს. გარდა ამისა,  ჩაწერს ალბომს, რომელიც 81 პლატფორმაზე გადაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები