მონიკა გერტრუდ თეესი და ჰელმუტ კუნკელი მწერალთა სახლში მასტერკლასებს ჩაატარებენ

პირველი სექტემბრიდან ექვსი სექტემბრის ჩათვლით, მწერალთა სახლი გერმანულენოვან მთარგმნელებს გიწვევთ მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მწერალთა სახლში.

მასტერკლასში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ როგორც გამოცდილ, ისე ახალბედა მთარგმნელებს. მასტერკლასის მონაწილეები უნდა ფლობდნენ ქართულ და გერმანულ ენებს.

მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები ნებისმიერ ლიტერატურულ ჟანრში და მიიღონ მონაწილეობა თარგმანის განხილვა – დისკუსიებში.

„ერთი კვირის განმავლობაში მასტერკლასის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა დახვეწონ თავიანთი თარგმანები და გამოცდილ გერმანელ კოლეგებთან ისაუბრონ თარგმანის სპეციფიკაზე და ერთად განიხილონ პროფესიული საკითხები, თარგმნისას წამოჭრილი პრობლემები, მიიღონ კონკრეტული რჩევები.

ამასთანავე, მასტერკლასის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ადგილზე იმუშაონ ლექტორების მიერ შეთავაზებულ ტექსტებზე.

სამუშაო ტექსტები და მასტერკლასის პროგრამა მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნებათ.

მასტერკლასს უძღვებიან: მონიკა გერტრუდ თეესი და ჰელმუტ კუნკელი.

სამუშაო ენა: ქართული და გერმანული.

მასტერკლასი ჩატარდება თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში (ივანე მაჩაბლის 13)“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები