მარიამ ჯუღელი სრული დაფინანსებით სწავლას Duke University-ში ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს
საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ჯუღელი სრული დაფინანსებით სწავლას აშშ-ში, Duke University-ში Sanford School of Public Policy-ის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს.
მარიამმა მოწვევა ასევე მიიღო Indiana University-დან, Western Michigan University-დან და University of Pittsburgh-დან, სხვადასხვა ტიპის დაფინანსებით. თუმცა, საბოლოოდ მან არჩევანი Duke University-ზე შეაჩერა, რადგან უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლა აშშ-ში ერთ-ერთ წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრია.
ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.