გორში კინოსა და თეატრის საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

გორში კინოსა და თეატრის საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდებმა თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავლის“ თანადაფინანსებით ჩატარდა.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების თეატრისა და კინოს მიმართულებით გადამზადებას.

საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალის “ხელოვნება საზღვრების გარეშე” ფარგლებში მიღწეულია კიდევ ერთი წარმატება – თურქეთში, ალანიაში ჩატარებულ იესაკის საერთაშორისო ფესტივალზე დასი 13 დიდი წარმატებით წარდგა უცხოელი, მრავალეროვანი  მაყურებლის  წინაშე, სადაც გრანპრი  მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები