ქართული აკაპელა ჯგუფი „The Bookmarks“ ლაიფციგის აკაპელას საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქართულმა აკაპელა ჯგუფმა The Bookmarks ლაიფციგის აკაპელას  საერთაშორისო ფესტივალში (International a cappella festival Leipzig) მიიღო მონაწილეობა და ფესტივალის  გამარჯვებული გახდა, 2026 წელს კი გერმანიაში, ფესტივალის ფარგლებში The bookmarks-ის სოლო კონცერტი ჩაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალი და საფინალო კონცერტი ცნობილ Gewandhaus-ის დარბაზში გაიმართა. Bookmark-მა, როგორც გამარჯვებულმა ჯგუფმა სამი სიმღერა შეასრულა ისეთი ცნობილ აკაპელა ჯგუფებთან ერთად, როგორებიც არიან “Rajaton” ფინეთიდან და “Amarcord” გერმანიიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები