ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში.მსოფლიოს ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) იზეიმა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს კვარცხლბეკზე ააჟღერა საქართველოს ჰიმნი.

საჩემპიონო გზაზე ეთერმა დაამარცხა კორეელი ჯუჰი კიმი, ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი დარია კურბონმამედოვა, ფინელი პიჰლა სალონენი, თურქმენი მაისა პარდაიევა და ბოლოს, ფინალში, იაპონელი მომო ტამაოკი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები