დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

ისტორიაში პირველად ქართველმა მრბოლელებმა დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ  „ჩელენჯერის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.

დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობდა, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში, რომელიც მესამე ადგილი აიღო.

„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები