სანდრო თავართქილაძემ „ევრონასკარის“ ინგლისის ეტაპზე „მასტერსის თასზე“ მესამე ადგილი დაიკავა
„NASCAR“-ის ევროპის სერიების დიდი ბრიტანეთის ეტაპზე, სანდრო თავართქილაძემ „მასტერსის თასზე“ მესამე ადგილი დაიკავა.
„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. შემდეგი ეტაპი 28-29 ივნისს ნიდერლანდებში გაიმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.