TSC Jazz Band ევროპის და საერთაშორისო კონსერვატორიებიდან საუკეთესო ექვს ჯგუფს შორისაა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ჯაზბენდი TSC Jazz Band ევროპის და საერთაშორისო კონსერვატორიებიდან საუკეთესო ექვს ჯგუფს შორისაა, რომელიც სიცილიაში, Jaci & Jazz Academy Contest 2025-ში პრესტიჟულ Acireale Jazz Festival-ში მიიღებს მონაწილეობას.

ჯგუფები ტექნიკური უნარების, იმპროვიზაციის, არტისტული ორიგინალობის, ჟღერადობის და მუსიკალური იდეების წარდგენის კრიტერიუმებით შეირჩნენ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ჯაზ ბენდის შემადგენლობა ასეთი გახლავთ:

  • ლიკუნა თუთისანი – ვოკალი
  • ლექსო რატიანი – გიტარა (ასევე კომპოზიტორი)
  • ლუკა ტაბატაძე – კლავიში
  • მახო ჭარელიძე – ბასი
  • დემნა ამაშუკელი – დრამი

ფინალური კონცერტები 27-29 ივნისს გაიმართება, ჩვენი ბენდის გამოსვლა დაგეგმილია 28 ივნისს, ქალაქ აჩირეალეში, სიცილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები