საქართველოს პარაძალოსანთა ნაკრებმა ალმატის მსოფლიოს თასზე 12 მედალი მოიპოვა

ყაზახეთის ქალაქ ალმათის  მსოფლიო თასის გათამაშებაზე წოლჭიმსა და სამჭიდში საქართველოს უსინათლოთა პარაძალოსნობის ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა.

მირიან ოგნაძემ +125კგ წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა.

ოგნაძემ  წოლჭიმში 214კგ. დაძლია და თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ჩაჯდომში კი 281კგ დაძლია  და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

გიორგი მაისურაძე (+125 კგ) წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ზაზა მარტიაშვილი (125 კგ) წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში ოქროს მედლებს დაეუფლა. თეონა ბექაურმა (67,5 კგ) წოლჭიმში ბრინჯაოს, ხოლო სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიორგი გიგაური (57 კგ) წოლჭიმში და სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. გიორგი ბასილაშვილმა  (75 კგ) სამჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლევან მელანაშვილი (82,5 კგ) კი სამჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ალმატის მსოფლიო თასზე მამაკაცებს შორის გუნდურ გამოსვლაში ჩვენი ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები