საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლურ დასტურად მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღირსშესანიშნაობა – ქ. რიო-დე-ჟანეიროს კორკოვადოს მთაზე ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

საქართველოს საელჩო და ბრაზილიაში საქართველოს ელჩი ზურაბ მჭედლიშვილი, მადლობას უხდის პროექტის მხარდაჭერისათვის რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნიას, „ქრისტე რედენტორ“-ის ტაძრის მრევლს, ტექნიკურ ჯგუფსა და კომპანია “Promotional Travel“-ის ხელმძღვანელობას.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები