სალი კვესელაძე University of California, Los Angeles-ში ჩაირიცხა
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, სალი კვესელაძე University of California, Los Angeles-ში ჩაირიცხა და სექტემბრიდან აშშ-ში, დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.
“სალი ჩაირიცხა შემდეგ უნივერსიტეტებში:
🔹 UCLA – წლიური დაფინანსება 42 017$
🔹 University of San Diego – წლიური დაფინანსება 72 495$
🔹 Pepperdine University – წლიური დაფინანსება 71 795$
🔹 Chapman University – წლიური დაფინანსება 71 321$
🔹 University of San Francisco – წლიური დაფინანსება 62 475$
🔹 Fordham University – წლიური დაფინანსება 53 695$
🔹 Santa Clara University – წლიური დაფინანსება 50 645$
🔹 University of La Verne – წლიური დაფინანსება 57 025$
🔹 University of California, San Diego
🔹 University of California, Santa Barbara
🔹 University of California, Davis
🔹 University of California, Riverside
🔹 University of California, Merced
🔹 California State University, Los Angeles
UCLA (University of California, Los Angeles) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი უნივერსიტეტია მსოფლიოში — ის არა მხოლოდ აკადემიური ხარისხით გამოირჩევა, არამედ სტუდენტური ცხოვრებით, კვლევითი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო კავშირებით.
UCLA-სთან ასოცირებული იყვნენ 16 ნობელის პრემიის ლაურეატი, 11 როდსის სტიპენდიანტი, 2 ტურინგის პრემიის ლაურეატი, 7 პულიცერის პრემიის ლაურეატი და სხვა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: ბერტრან რასელი, ალბერტ გორი, ჯონ უილიამსი, ფრენსის ფორდ კოპოლა და სხვა“, – ნათქვამია ოქლიფის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.