ქართული ღვინო ფესტივალზე „Les Festives Gourmandes“ წარდგა
ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე „Les Festives Gourmandes“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით წარდგა.
ფესტივალს, რომელიც ქალაქ შალონ-სიურ-სონში (Chalon-sur-Saône) გაიმართა, ყოველწლიურად 10 000-მდე სტუმარი, სომელიეები, ღვინის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ფესტივალმა წელს საიუბილეო, მე-20 წლისთავი აღნიშნა.
საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ ფესტივალის სტუმრებს ხუთი ქართველი მწარმოებლის ღვინოები გააცნო.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.