სოფელ ჩარდახში ღვინის ფესტივალი “შერეკილები” გაიმართა
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში, “იაგოს მეღვინეობაში”, ღვინის ფესტივალი “შერეკილები” გაიმართა.
ფესტივალი “ღვინის სალონი შერეკილების” ინიციატივით გაიმართა და მასში 15 მარანი მონაწილეობდა.
„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ასევე ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.