ტატო კოტეტიშვილის ფილმმა “წმინდა ელექტროენერგია “goEast Film Festival”-ზე საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო
გერმანიაში გამართულ goEast-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო ფილმმა “წმინდა ელექტროენერგია” საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო.
ფილმის მსოფლიო პრემიერა შარშან, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და CONCORSO CINEASTI DEL PRESENTE-ზე ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. რამდენიმე დღის წინ კი, 29 აპრილს, “წმინდა ელექტროენერგიის” ესპანური პრემიერა შედგა კანარის კუნძულებზე, ლას-პალმასის საერთაშორისო კინოფესტივალზე.