სანდრო მამულაშვილი State University of New York at Albany (SUNY Albany)-ში ჩაირიცხა
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, სანდრო მამულაშვილი State University of New York at Albany (SUNY Albany)-ში ჩაირიცხა და სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში, ფინანსების მიმართულებით გააგრძელებს.
სანდრო, ასევე, ჩაირიცხა შემდეგ უნივერსიტეტებში:
- University of Massachusetts Amherst
- Fordham University
- Florida International University
- Rutgers University–New Brunswick
- University of Illinois Chicago
SUNY Albany გამოირჩევა მაღალი აკადემიური ხარისხით, მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებითა და კვლევაზე ორიენტირებული მიდგომით. უნივერსიტეტი მდებარეობს ნიუ-იორკის შტატში და სტუდენტებს სთავაზობს თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობებს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე კერძო სექტორთან.