კონსერვატორიაში Erasmus+ მობილობის ფარგლებში მასტერკლასები ჩატარდება
5 -დან 8 მაისის ჩათვლით კონსერვატორიაში, Erasmus+ მობილობის ფარგლებში, მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი ლატვიელი პიანისტი, რიგის კონსერვატორიის პროფესორი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ანდრეი ოსოკინსი და მალმეს მუსიკის აკადემიის ჯაზის მიმართულების პედაგოგი სამუელ ჰალკვისტი (ჯაზის იმპროვიზაცია, მუსიკის თეორია, ბასი)
სამუელ ჰალკვისტის გაკვეთილები ჩატარდება კონსერვატორიის ნუცუბიძის ქუჩის ფილიალში, ხოლო 8 მაისს, ანდრეი ოსოკინსი მცირე დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს.