საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

World Mens Division II, Group B Championship 2025. New Zealand Vs Georgia

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში მორიგი მატჩი გამართა და ბულგარეთი ანგარიშით 8:7 დაამარცხა. ამ ეტაპზე საქართველო ჯგუფს რვა ქულით ლიდერობს. მატჩები ახალ ზელანდიაში იმართება.

ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს,  ახალი ზელანდია კი  ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები 2 მაისს ტაივანს, ხოლო 3 მაისს ტაილანდს დაუპირისპირდება. პირველადგილოსანი გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები