საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

World Mens Division II, Group B Championship 2025. New Zealand Vs Georgia

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძელთა ეროვნული გუნდი ანგარიშით 5-0  დაამარცხა და დაგროვებული 6 ქულით მეორე დივიზიონის B ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ჩემპიონატის საწყის ტურში ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს.

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან გამართავს შეხვედრებს.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები