ქართველი დიდოსტატები ინდოეთში ასპარეზობას წარმატებით აგრძელებენ

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლევან ფანცულაიამ 3rd Maharashtra International Grandmaster Chess Tournament 2025-ზე 10 ტურში 7.5 ქულა დააგროვა და პირველობა მანუელ პეტროსიანსა  (სომხეთი) და ბორის სავჩენკოსთან (რუსეთი) ერთად  გაინაწილა.

დამატებითი მაჩვენებლებით ფანცულაია მეორე ადგილზე გავიდა.

ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილემ, თორნიკე სანიკიძემ, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და IV–XI ადგილები გაინაწილა.

ტურნირში სულ 14 ქვეყნის 135 მოჭადრაკე იბრძოდა გამარჯვებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები