საერთაშორისო ჩემპიონატზე ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში თეკლე შარიამ და მარიამ შანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

გერმანიის ქ დრეზდენში, საერთაშორისო ჩემპიონატზე, სადაც 20 ქვეყანა მონაწილეობდა 3 მეტრი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში, თეკლე შარიამ და მარიამ შანიძემ 224.55 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მათ გაუსწრეს ევროპის ისეთ ტოპ გუნდებს, როგორიც არის იტალია, დიდი ბრიტანეთი და შვედეთი.  ასევე მოუგეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონებს, და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორებს..

ასევე, მათ იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ნორმატივი შეასრულეს, რომელიც ქ. ათენში 22-28 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები