სერბი და ქართველი პოეტები მწერალთა სახლში პოეტურ თარგმანებზე ერთობლივად მუშაობენ
მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში უკვე მეორე დღეა, რაც სერბი და ქართველი პოეტები მწერალთა სახლში ერთობლივად მუშაობენ პოეტურ თარგმანებზე.
დღეს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის მონაწილე ავტორების შემოქმედებითი საღამო, სადაც მსმენელს საშუალება ექნება გაეცნოს პოეტების შემოქმედებას და დაუსვას მათ კითხვები.
პროექტის დასკვნით ეტაპზე გამოიცემა სერბი და ქართველი პოეტების ორენოვანი კრებული.
2024 წელს მწერალთა სახლსა და სერბეთის მწერალთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი და სერბი ავტორების თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი ნაწარმოებების თარგმნასა და მათ სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებში ჩართვას.