ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით ასპარეზობენ

საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე გერმანიის ობერლიგაში დიდი წარმატებით ასპარეზობს.

თორნიკე’  „SC NT Nürnberg 1“ -ის სახელით გამოდის და მის აქტივში 7-იდან 6,5 ქულაა, რაც მთლიანად  საკლუბო ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი გახლავთ.

საფრანგეთში დასრულდა  რიგით 41-ე  ღია ტურნირი „Cappelle la Grande“, სადაც ორი ქართველი მოჭადრაკე: ირაკლი ახვლედიანი და ნიკოლოზ პეტრიაშვილი ასპარეზობდა. ორივე მათგანმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვა.

ირაკლიმ 10 სარეიტინგო ქულა მოიმატა, ხოლო ნიკოლოზმა 7 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს.

ირაკლი ახვლედიანმა მესამედ შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა და ფიდეს უახლოეს კონგრესზე წოდების მფლობელი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები