2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშების პირველ დღეს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

ქალაქ სან პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ეტლით ფარიკობაში, 2025 წლის პირველი ტურნირის პირველ დღეს, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.

ხმლით ფარიკაობაში პირველი ოქროს მედალი ირმა ხეცურიანმა მოიპოვა.

ირმამ  ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიელი იულია მარკოვსკა ანგარიშით 15:5 დაამარცხა, ფინალში ბელორუს ანასტასია კასტიუჩკოვას მოუგო 15:12 და პირველ ადგილზე გავიდა.

ხმლით ფარიკაობაში (A კატეგორია) ქართული ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ.

ჩვენმა გოგონებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და მაღალი სინჯის მედლები გაინაწილეს.

ნინა თიბილაშვილმა გვანცა ზადიშვილს შეხვედრა ანგარიშით 15:8 მოუგო და ოქროს მედალი  მოიპოვა, გვანცა ზადიშვილი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ამავე ტურნირზე რაპირით 22 თებერვალს იასპარეზებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები