შარჯას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე კანადურმა გამომცემლობამ ნათო ყიფიანის „მოგონებათა ტყე“ წარადგინა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე კანადურმა გამომცემლობა „ბუქლენდ პრესმა“ ახალგაზრდა ქართველის მწერლის, ნათო ყიფიანის სადებიუტო რომანი „მოგონებათა ტყე“ წარადგინა, რომელიც 2024 წელს მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა. კანადელმა გამომცემელმა რობერტ მორგანმა წიგნის შესახებ ისაუბრა რადიოინტერვიუში, რადიო Sharjah − Pulse 95-ის ეთერში. „ეს არის ახალგაზრდა ქართველი მწერლის შთამბეჭდავი დებიუტი“, − აღნიშნა გამომცემელმა.
შარჯას საერთაშორისო ბაზრობის გარდა, ნათო ყიფიანის პირველი რომანი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც კანადურმა გამომცემლობა „ბუქლენდ პრესმა“ წარადგინა, რომელიც მწერალთა სახლის ხელშეწყობით განხორციელდა.
შარჯას წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფესტივალია, სადაც ასზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და რომელიც ხუთ მილიონ სტუმარს მასპინძლობს.