საქართველოს ნაკრებმა 23 -წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე 23 -წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 6 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა. სოსო ჯაბიძის შეგირდებმა  თითო ოქრო-ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს!

ჩემპიონი 72კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხიკვაძე გახდა. ქართველმა მოჭიდავემ წლეულს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ოქროს დუბლი შეასრულა.

დიეგო ჩხიკვაძე(67კგ) ვერცხლს დაეუფლა. ქართველმა 5-დან 4 შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო თუმცა ფინალი დათმო და მის  კოლექციას ვერცხლის მედალი დაუმატა.

ბრინჯაოს მედლებს ფრიდონ აბულაძე(60კგ); დათა ჩხაიძე(82კგ); აჩიკო ბოლქვაძე(87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი(130კგ) დაეუფლნენ.

მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული ექვსი მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები